დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებასა და გარე ჩარევების გამო ახალი ზომების მიღებას მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ევროპელი კოლეგების მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ.
"ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენს საზოგადოებაში. გამჭვირვალობა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული ღირებულებისთვის და ევროკავშირისთვის, მათი აზრით, საქართველოსთვის ეს იყო მიუღწეველი ბენეფიტი, ხოლო მათთვის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომაც ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იქნა მიღებული თავის დროზე," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწევს შექმნას ლობისტების რეესტრი, მათ ეკისრებათ ვალდებულება, ახსნან გრანტების წარმომავლობა და დანიშნულება. ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.