„ანწუხელიძის სახელსა ვფიცავ... საქართველო ვარ, მამას ჰქვია კავკასიელი“- პატრიარქის თუში ჩოხოსნის პასუხი სისხლიანი რუსეთის რეჟიმს ოკუპირებული საქართველოდან

„საქართველო ვარ, მამას ჰქვია კავკასიელი“..

ახალგაზრდა პოეტი, პატრიარქის ჩოხოსანი და საქართველოს მწერალთა კავშირის ღირსეული წევრი გიორგი რამაზაშვილი, რომელიც თუშურ დიალექტზე დაწერილი უნიკალური ლექსებით, ბრწყინვალედ გადმოგვცემს მთის სოფლის ცხოვრებას.

ახმეტაში დაბადებული, უცხო ქვეყანაში გადახვეწილი თუში პოეტი, რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და საკუთარ ლექსს „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად სთავაზობს:

სამშობლოზე ფიქრი და მისი სიყვარული არასდროს მტოვებდა, არც საქართველოში ყოფნისას და არც „უსაქართველობის“ ჟამს, რაც შემიძლია ვთქვა, მხოლოდ ის არის, რომ უკეთესად გავიცანი საკუთარი თავიც და სამშობლოც. რაც საქართველო დავტოვე.

ლექსი და ფიქრი რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია, შეიძლება უთვალავ ადამიანთან ერთად ვიყო, მაგრამ მაინც მარტო ვარ, მხოლოდ მე, ლექსი და ფიქრი არ ვტოვებთ ერთმანეთს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლექსს, ამას იდეა სჭირდება? მწყემსმა ცხვარი უნდა მწყემსოს, გუთანმა მამული უნდა ხვნას, ღრუბელი უნდა შეიყაროს და ბოლოს, ძალიან მიყვარს ეს ქართული გამონათქვამი - პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

რითაც შემიძლია, იმ იარაღით დავდგები ჩემი სამშობლოს სადარაჯოზე, არც თავს დავზოგავ და არც კალამს. დღევანდელი საქართველოს მდგომარეობამ მომცა საბაბი ამ ლექსის დაწერის.

ძალიან მინდა, რომ ჩემ წილ სამზეოდ ცხოვრება, ცოტაოდენ მაინც მხვდეს წილად გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებისა.

სამშობლოს სიყვარულს, შორი მანძილი ვერაფერს აკლებს. მე და საქართველოს, არც როდის დაგვიტოვებია ერთმანეთი!

სამწუხაროდ, მიწევს თქმა და დადასტურება იმ ფაქტისა, რომ საქართველო დაიცალა, ყველა სოფელსა თუ ქალაქში, ყოველი მეორე ოჯახიდან, ერთი ემიგრანტი მაინც არის.

ჩვენ მივდივართ იმიტომ, რომ მომავალი გავიუმჯობესოთ, ეს დუხჭირი ყოფიერება დავძლიოთ და დავაძლევინოთ ჩენს სამშობლოში დარჩენილ ოჯახებსა და ახლობლებს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, რუსების საქართველოში დასახლებას, არ კი ვარ კომპეტენტური, მაგრამ ეს თუ მართალია, არც ტაშის კვრით დავხვდები.

როგორც ვიცი, არ აქვს რუსეთს საომარი და იმდენად საშიში მდგომარეობა, რომ თავისი ხალხი სხვა ქვეყანას შეაფაროს და თუ მაინც ამ თავშესაფრად საქართველო ამოირჩია, მაშინ ვაი ჩვენს დღეს, რა ვართ და რაღა დავრჩებით!?

სულ მიპყრობს შიში იმისა, რომ მართლა ჩვენს გულებში დაბინავებული, ჩვენი წილი საქართველოს ამარა დავრჩეთ ქართველები.

პასუხი სისხლიანი რუსეთის რეჟიმს, ოკუპირებული საქართველოდან:

„საქართველო ვარ, მამას ჰქვია კავკასიელი“...

ერთი გვაქვს ზეცა,

მხოლოდ მიწა გვყოფს,

ერთი ღმერთი გვწამს,

თუკი იწამებ,

ბევრი სათქმელის,

სურვილებს ვკეცავ,

გწამს უფლის დედა?

გსურს გიცავდეს?

გმირი გვყავს ბევრი,

კაცებს ვერ დათვლი,

ერთიც თუ გჯერა,

რომ მოგვიკალი?

ანწუხელიძის სახელსა ვფიცავ,

იმისი ძმა ვარ,

საქართველოდან,

კავკასილი ვეღარ მიცანი?

ვალი გაქვს ჩემი,

მე ვერ შეგარჩენ,

ვერცერთ გოჯ მიწას,

არცერთ სისხლის წვეთს,

გგონია ვკვდები?

ვერ გაწვდენ სიტყვას?

შენთვის ვიცოცხლებ,

ვიდრე სიკვდიმდე,

ამომხდეს სული,

და გახარხარო,

სამშობლოს გულზე,

შლეგი ზვავივით,

ძაღლივით დაგხრავს ცოდვის ვაება,

ან დაგაყენებს უღმეთო სავალს,

არ მოგაგებებს არავინ ღიმილს,

დაუნდობრლი ქუჩუს მგზავრივით.

ერთი გვწამს ღმერთი თუკი იწამებ,

და ვერ შეგარჩენ ვერცერთ გოჯ მიწას,

ვალი გაქვს ჩემი,

სისხლიცა გმართებ,

ანწუხელიძის სახელსა ვფიცავ.

მიცანი ვინ ვარ?

დედაჩემი ქართლის დედაა,

კარგად შემხედე არ გეგონო გადამთიელი,

ჩემი სახელიც გინდა გითხრა? ან კი რად გიღირს,

საქართველო ვარ მამას ჰქვია კავკასიელი.

გიორგი რამაზაშვილი.

/05/03/2022/