ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ხათუნა ვაშაძე ფსიქოლოგიურ დრამას იღებს და პრესაში პირველი ინტერვიუ - "პრაიმტაიმს" მისცა. სტატიას თან დაერთო ფოტოები გადასაღები მოედნიდან, სადაც ალეკო მახარობლიშვილისა და ზურა ყიფშიძის პერსონაჟები, ბუნებრივია, უკვე როლებში არიან და კლინიკის პალატებში არიან დაფიქსირებულნი. ფოტოებმა და არასწორად ინტერპრეტირებულმა სათაურმა, სხვადასხვა სააგენტოებზე, შეცდომაში შეიყვანა ერი.
სინამდვილეში კი აი, რა ხდება "ეშმაკის სამოთხეში".
გიორგი აზნაური: ისეთი რთული სცენებია ფილმში, რომ ზურა ყიფშიძის და ალეკო მახარობლიშვილის გამოცდილების და პროფესიონალიზმის მქონე მსახიობები გვჭირდებოდა. ამიტომ მე და ხათუნამ "ძველ გვარდიაზე" შევაჩერეთ არჩევანი. თანაც კარგა ხანია კინოში არ გამოჩენილან - ზურაც, ალეკოც, რეზო ჩხიკვიშვილიც... ჩვენთვის ამ ძველი გვარდიის ფილმში დაბრუნება დიდი პატივია. მათ კიდევ ერთხელ (და არა ერთხელ) უნდა შეახსენონ თავი მაყურებელს. არაჩვეულებრივ ფორმაში არიან.
ხათუნა ვაშაძე: ფილმის კულმინაციური ეპიზოდი საავადმყოფოში, სამი დღეში, უკვე გადავიღეთ. ისე ითამაშეს ზურა ყიფშიძემ და ალეკო მახარობლიშვილმა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ისეთი სცენებია, ვაი-მეეე, რა! იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები. ბავშვობის მეგობრების როლში არიან. ამ ტანდემის ხილვა ეკრანზე, მაყურებლისთვის, ძალზე სასიხარულო იქნება.
ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზეა. გაუაზრებელ ნათქვამს, ტყუილს, რა გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოჰყვეს. სიუჟეტი უპროგნოზოდ იცვლება. მაყურებელს საფიქრალს უტოვებს. მე მიყვარს ფილმები, რომლებიც რაღაცას გასწავლის, დაგაფიქრებს...
"ეშმაკის სამოთხეს" საპროდიუსერო კომპანია "VITIS PRODUCTION"-ი იღებს.
ასევე დაგაინტერესებთ: „ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში
რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."
"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა