დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ფუქსავატი, მერყევი ხასიათის ნოდარი ცოლ-შვილს სოფელში მიატოვებს და ბედის საძებნელად ქუთაისში ჩავა; "ჩემი მეგობარი ნოდარის" სიუჟეტი ასე იწყება; 1967 წელს გადაღებული ფილმის მთავარი გმირი კი 25 წლის გოგი ხარაბაძემ განასახიერა; მსახიობს მისი პირველი პარტნიორი თეა ფარულავა იხსენებს;
თეა ფირცხალავა: გოგი 1967 წელს გავიცანი, დავით რონდელის „ჩემი მეგობარი ნოდარის“ გადაღებისას. ნოდარის როლს გოგი თამაშობდა, მე კი - ია ვაჩაძისას, რომლის ოქროსფერი თმების ხელზე დახვევას ნოდარი მთელი ფილმის მანძილზე ოცნებობდა.
გამოგიტყდებით, სულ მეგონა, რომ გოგი ვერ მიტანდა, რადგან ია ვაჩაძის როლში ულამაზეს რუსიკო კიკნაძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ რატომღაც მე გადამიღეს; ალბათ, რუსიკოს არ უნდოდა და იმიტომ...
მახსოვს, რა სახით მიყურებდა ხოლმე გოგი, განსაკუთრებით ფილმში კოცნის სცენის გადაღებისას... ნეტა მისი გამომეტყველების გადმოცემა შემეძლოს... ალბათ, ფიქრობდა, ამ 13 წლის ბღარტს როგორ ვაკოცო, ნეტა რუსიკო გადაეღოთო... დღეს კი რუსიკოც აღარ არის...
მოკლედ, ფილმის გადაღებისას ბევრჯერ ვიჩხუბეთ, სულ შენიშვნებს მაძლევდა, სულ რაღაცას მისწორებდა, მასწავლიდა... როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, რამხელა ბედნიერება მარგუნა ღმერთმა, რომ იმ დონის კორიფეებთან, მათ შორის - გოგი ხარაბაძესთან ერთად გადამიღეს ფილმში... მადლობის მეტი რა მეთქმის?
გავიდა წლები და მე და გოგი ჩემს ძმასთან ვხვდებოდით ხოლმე, ბევრ რამეს ვიგონებდით და ვიცინოდით... დღემდე მომყვებოდა მისადმი მოწიწება და პატივისცემა... სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ის ხომ ძალიან დიდი პიროვნება და ჩემი საყვარელი პოეტებისა თუ მწერლების ნაწარმოებების საოცარი წამკითხველი იყო... თან როგორი ხმით!!!
გოგი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, რომელიც შენ ძალიან გიყვარდა... იმიტომაც წახვედი მარიამობის მარხვაში, რომ სასუფევლის კარები ღია დაგხვედროდა!!!
გოგი ხაბარაძე 17 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
ასევე დაგაინტერესებთ: "რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული. ცხადია, ვნანობ, მაგრამ თუ დააკვირდები, ეს შეცდომები აძლევს ცხოვრებას შინაარსს..." - გოგი ხარაბაძე