ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.
ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...
2018 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "ლიტერა" რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია "საბა" წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება".
წერდა ინგლისურად როგორც მოთხრობებს, ასევე დაწერილი აქვს რომანი „Dagny or a Love Feast-ი“.
კოლეგები და ცნობილი სახეები, დღეს ასე გამოთქვამდნენ მწუხარებას.
გიორგი კეკელიძე: გარდაიცვალა ბრწყინვალე მწერალი და დიდი ინტელექტუალი ზურაბ ქარუმიძე. გარდა შესანიშნავი რომანებისა, სრულიად დაუვიწყარია მისი ვირტუოზული ნიმუში მუსიკის და სიტყვის შენივთების - "ჯაზის ცხოვრება" , ამგვარ ამბებზე ასე წერა მხოლოდ კორტასარს თუ შეეძლო. ეს მასშტაბია.
ძალიან ვწუხვარ.
რატი ამაღლობელი: ზურა, გვიყვარხარ. ახლა ჩვენს მომოწერას გადავავლე თვალი და სულ ჰუმორია, ულმობელი დეკონსტრუქცია, შენი “თამაშის წესებით” მიმდინარე. კი არ მჯერა, ვიცი - ამგვარი დიალოგი უწყვეტია, არ მთავრდება, მხოლოდ ფორმას იცვლის და მეხსიერების მინდვრებზე თამაშდება.
ეკატერინე ტოგონიძე: ზურა, ჩვენო ზურა. მაშინაც ვგრძნობდი, რომ ყოველი წუთი ძვირფასი იყო, მაგრამ მაინც მეგონა, რომ წინ კიდევ დიდი გზაა.
ბექა გოჩიაშვილი: მშვიდობით, ზურა. safe and peaceful travels my friend!
გვანცა ჯობავა: ეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გადაღებული ფოტო, იმ დღესაა გადაღებული, რომელიც ყოველთვის გამახსენდება, როცა ზურას გავიხსენებ. დიდი დანაკლისია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. უკიდურესად სამწუხარო დანაკლისი. შესანიშნავი მწერალი და ძალიან კარგი მეგობარი დავკარგეთ, რომელიც კიდევ ძალიან ბევრს შექმნიდა. მაგრამ სამყარომ ისე გადაწყვიტა, როგორც გადაწყვიტა. მარადიული ხსოვნა! R.I.P. ზურა.
გიორგი ჯღარკავა: დაგვტოვა მწერლობის რეი ჩარლზმა...
რეზო კიკნაძე: მშვიდობით, კარგო მწერალო, ჯაზის მესენჯერო…
მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...
(ზურაბ ქარუმიძის გამო)
2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.
მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.
მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?
შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!
თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...
და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...
ჰოო?
ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!
შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...
მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...
გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...
აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...
და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...
ასევე დაგაინტერესებთ: