კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე. სამწუხარო ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
„ვიცი, დღეს ბევრი დადებს მასთან გადაღებულ ფოტოს, იმიტომ, რომ ყველას ზურა იყო.
ეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გადაღებული ფოტო, იმ დღესაა გადაღებული, რომელიც ყოველთვის გამახსენდება, როცა ზურას გავიხსენებ. დიდი დანაკლისია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
უკიდურესად სამწუხარო დანაკლისი. შესანიშნავი მწერალი და ძალიან კარგი მეგობარი დავკარგეთ, რომელიც კიდევ ძალიან ბევრს შექმნიდა. მაგრამ სამყარომ ისე გადაწყვიტა, როგორც გადაწყვიტა. მარადიული ხსოვნა! RIP ზურა,“ - წერს გვანცა ჯობავა.
ასევე ნახეთ: