ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793907720

ალუდა ღუდუშაური: ჩვენ ვართ უაღრესად ღირსეული ხალხი და ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სიმართლეს და ობიექტური თამაშის წესებს, ისეთს, როგორიც არის მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში თუ არ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ის ვერ იქნება დაშვებული და მოწონებული ვერც თბილისის ქუჩებში. ამას უნდა შეეგუოს ყველა - ჰერჩინსკი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა

ჩვენ ვართ უაღრესად ღირსეული ხალხი და ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სიმართლეს და ობიექტური თამაშის წესებს, ისეთს, როგორიც არის მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში თუ არ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ის ვერ იქნება დაშვებული და მოწონებული ვერც თბილისის ქუჩებში. ამას უნდა შეეგუოს ყველა - ჰერჩინსკი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ ეს არ არის ევროპა, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა ოპოზიციური პარტიები აკრძალოს.როგორც დეპუტატმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუმცა არა იმისთვის, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გარედან მოყვანილმა ადამიანმა გადაწყვიტოს.„მან [ელჩმა] თქვა, რომ როდესაც თქვენს ჰიმნს ვუსმენ, არ შეიძლება თვალზე ცრემლი არ მომადგესო. მე ვერ დავინახე, რომ თვალზე ცრემლი მოსდგომოდათ, როდესაც ნავთლუღში, ზემო აჭარელი ბიჭები, სრულიად უსამართლოდ ჩაცხრილეს. მოვუსმინეთ ჭირისუფლებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე და არავის უთქვამს, რომ ეს ყველაფერი აღარ უნდა განმეორდეს. სად არის ევროპა და სამართლიანობა?! ევროპა გვინდა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, სადაც რომელიმე ჩინოვნიკი თრობის ქვეშ არ ჩაცხრილავს ახალგაზრდებს ქუჩაში.მივმართავ მათ [ევრობიუროკრატებს], თუ მართლაც გინდათ საქართველოსთან ისაუბროთ, ჩვენ ვართ უაღრესად ღირსეული ხალხი და ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სიმართლეს და ობიექტური თამაშის წესებს, ისეთს, როგორიც არის მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში თუ არ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ის ვერ იქნება დაშვებული და მოწონებული ვერც თბილისის ქუჩებში. ამას უნდა შეეგუოს ყველა - ჰერჩინსკი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ვართ მზად მეგობრობისთვის, მაგრამ არ ვართ მზად იმისთვის, რომ ვინმემ გვიკარნახოს და საქართველოში მართლმსაჯულება გარედან მოყვანილმა ადამიანმა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793907600

ალუდა ღუდუშაური: გარედან მართული მართლმსაჯულება არის ყოველთვის სუვერენიტეტ გამოცლილი, გარე ჩარევით ნაკარნახევი მართლმსაჯულება. ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარყოფს

ჩვენ ვაფიქსირებთ შემდეგ პოზიციას, რომელიც ეფუძნება სწორედაც სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ღიაობასა და სუვერენიტეტზე დაფუძნებულ პოლიტიკას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.მან საქართველოსა და ბრიუსელის დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე ისაუბრა.„ჩვენ ვაფიქსირებთ შემდეგ პოზიციას, რომელიც ეფუძნება სწორედაც სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ღიაობასა და სუვერენიტეტზე დაფუძნებულ პოლიტიკას. ის, რასაც გვთავაზობენ ვეტინგის მიმართულებით, სწორედ ეგაა - ჩვენ თუ დავყევით ერთ კონკრეტულ მიმართულებაში, მაგალითად, მართლმსაჯულება ჩავაბარეთ ქვეყნის გარედან [მოსულს], რამდენი წიგნიც არ უნდა ჰქონდეს წაკითხული, ვისაც შეარჩევენ, ჩამოიყვანენ, დასვამენ თუ ასე შემდეგ. გარედან მართული მართლმსაჯულება არის ყოველთვის სუვერენიტეტ გამოცლილი, გარე ჩარევით ნაკარნახევი მართლმსაჯულება. ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარყოფს. ამიტომ მოცემულობას ხედავენ შემდეგში, რომ თითქოს, ჩვენ მათთან არა დიალოგის, არა ღიაობის მომხრე ვართ, არამედ ეს ადამიანები ფონს ქმნიან იმდაგვარად, თითქოს მათ ჩვენ არ ვესაუბრებით. მათ იციან, რომ გამჭვირვალე და ღია საუბარი მოიტანს ფაქტებზე საუბარს, კონკრეტულ გარემოებებზე საუბარს. სად არის პრეტენზია? და ეს ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793906940

ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: მომსწრენი ვართ კლასიკური მაგალითისა, თუ როგორ შეიძლება ორმაგი სტანდარტის ლუსტრაცია იმდაგვარად, რომ ამ ყველაფერს გადააყოლონ ყველაზე მთავარი, რაც არის ღერძი იმ ევროგაერთიანების, რასაც ჩვენ ევროკავშირის ერთობით ვიცნობთ. სრულიად ნათელია, რამდენად დიდია მათი მხრიდან ცდუნება, რომ ქვეყანა და ხელისუფლება იყოს გაკონტროლებული

მომსწრენი ვართ კლასიკური მაგალითისა, თუ როგორ შეიძლება ორმაგი სტანდარტის ლუსტრაცია მოხდეს იმდაგვარად, რომ ამ ყველაფერს გადააყოლონ ყველაზე მთავარი, რაც არის ღერძი იმ ევროგაერთიანების, რასაც ჩვენ ევროკავშირის ერთობით ვიცნობთ. სრულიად ნათელია, რამდენად დიდია მათი მხრიდან ცდუნება იმისა, რომ ქვეყანა და ხელისუფლება იყოს გაკონტროლებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.მისი თქმით, იმდენად დიდია მათი სურვილი საქართველოს ხელისუფლების გაკონტროლების, რომ მზად არიან რეპუტაციული ზიანი მიაყენონ ევროკავშირს.ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებას ზუსტად ასახავს ევროკავშირის ელჩის დამოკიდებულება და განცხადებები ცალკეულ საკითხებთან მიმართებით.„როდესაც ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე სვამს მისთვის საკმაოდ რთულ კითხვას, დემოკრატიული ღირებულება არის ის, რომ რაოდენ რთული ან გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს კითხვა, მას პასუხი გაეცეს. ეს არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება. ჩვენ დავინახეთ, რომ იმდენად გააღიზიანა ბატონი ელჩი ჟურნალისტის კრიტიკულმა კითხვამ, რომ პირდაპირ თქვა, იქნებ სხვასაც აქვს კითხვა და პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს კითხვა უპასუხოდ დარჩებოდა. საუბარი იმაზე, რომ თუ თქვენ გინდათ აქ მოსვლა, უნდა დაემორჩილოთ და მიიღოთ ეს წესები, არის მცდარი იდეა და მიმართულება. ჩვენ არასად რაიმე ინდივიდუალურ გაერთიანებაში, რომელიც წარმოუდგენია ბატონ ელჩს, არ მივდივართ. ჩვენ მივდივართ ღირებულებით ერთობაში და ეს ღირებულებითი ერთობა დღევანდელ ევრობიუროკრატებს არ მიუღიათ და ჩვენ მათთან კორპორაციულ ღირებულებაში არ მივდივართ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793650587

VIDEO: მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო ერთადერთი რამ, რომ ბოდიში მოეხადათ საზოგადოებისთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში მათ ეს არ გააკეთეს - ალუდა ღუდუშაური

„მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო ერთადერთი რამ, რომ ბოდიში მოეხადათ საზოგადოებისთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში მათ ეს არ გააკეთეს...“, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ალუდა

პოლიტიკა • 1793650370

VIDEO: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქართველი ხალხი ძალიან ბრძენია და ყველაფერს სწორ ანალიზს უკეთებს - ალუდა ღუდუშაური

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქართველი ხალხი ძალიან ბრძენია და ყველაფერს სწორ ანალიზს უკეთებს...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793649895

VIDEO: „უდიდესი მადლობა ბატონ ბიძინას თავის ოჯახთან ერთად, რომ იმ დროს, როდესაც წარმოუდგენელ ტერორში ჰყავდათ სახელმწიფო და ამ ხალხს ვერასოდეს წარმოედგინათ, რომ ისინი დატოვებდნენ ხელისუფლების მართვის სადავეებს, ისე ჰქონდათ მათ ეს წარმოდგენილი“ - ალუდა ღუდუშაური

„უდიდესი მადლობა ბატონ ბიძინას თავის ოჯახთან ერთად, რომ იმ დროს, როდესაც წარმოუდგენელ ტერორში ჰყავდათ სახელმწიფო და ამ ხალხს ვერასოდეს წარმოედგინათ, რომ ისინი დატოვებდნენ ხელისუფლების მართვის სადავეებს, ისე ჰქონდათ მათ ეს წარმოდგენილი...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793371234

ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო სარჩელზე: სასამართლო პროცესები მიდის, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოსახდენად

სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოსახდენად, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მან ასე უპასუხა კითხვას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომელმაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ პროცესის გამო შეშფოთება გამოთქვა.ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ თავად სარჩელის ავტორები სამართლებრივ ასპექტებსა და მოცემულობას პატივს სცემენ.„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სარჩელის ავტორები და ამავდროულად პოლიტიკოსები, სამართლებრივ ნიუანსებს, ასპექტებსა და მოცემულობას პატივს ვცემთ და ერთგვარად ვიცავთ. ყოველთვის, როდესაც ხარ მხარე, მეტი სივრცე გაქვს, რომ ილაპარაკო შენს პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენც კი არ ვლაპარაკობთ მომეტებულად, იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულებას, ზოგადად სასამართლო ხელისუფლებას პატივს ვცემთ. ამის ნაცვლად, ხედავთ, როგორი მოცემულობაა. ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, საქმე ასეთ მნიშვნელოვან მოცემულობასთან რომ არ გვქონდეს - როდესაც ვხედავთ [განცხადებებს] დასავლეთის წარმომადგენლების მხრიდან და ამ შემთხვევაში ამ პირისგან. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად ესმით - სანამ სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოსახდენად.ამასაც კი აღარავინ ერიდება ღიად - ჯერ პროცესი არ არის დასრულებული და ვხედავთ, როგორი განცხადებებია! ეს ხომ აშკარად მიუთითებს და როგორც მინიმუმ, აზიანებს და მიმართულია სასამართლოზე, მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებისკენ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა არის ამ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების მომეტებული ვალდებულებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ.ყველა ვალდებულია, რომ საქართველოს ინსტიტუციებს და საქართველოს ინტერესს პატივი სცენ. შესაბამისად, დაელოდონ პროცესებს და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ არგუმენტები საერთოდ არ ექნებათ. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და შეფასება, რა თქმა უნდა, ყველას უფლება იქნება, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დაინახავს, თუ სად არის სიმართლე“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793369220

ალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით

ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.წამყვანმა მას ALDE-ს განცხადების შეფასება სთხოვა.„არ მგონია, რომ ვინმე, ვისაც ოდნავ მაინც აქვს ობიექტურობის განცდა, ფიქრობდეს, რომ ეს განცხადებები რაიმე რეალობას შეცვლის. ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოძახილია, რომ ესენი არიან მათი [ოპოზიციის] პარტნიორები, შესაბამისად, ერთი მხრივ, ვალდებულებად გრძნობენ თავს და აქვთ განცდა, რომ ესენი [ოპოზიცია] მარტო არ უნდა დარჩნენ.ALDE-ს არცერთ წევრს, არც ორგანიზაციას არასოდეს არაფერი დაუგმია, არც ძალადობა, არც საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.ALDE -ს კომუნიკაციების ასისტენტმა აოიფ დევერემ დაწერა: „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და მის ლიბერალ პარტნიორებს - თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1793368980

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ჩვენ მომსწრენი ვართ არა სამართლებრივი პაექრობის, არამედ ეს არის პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ

ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების მიერ პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებთან დაკავშირებით.მისი თქმით, მოპასუხე მხარე დაკავებულია არა არგუმენტების შეჭიდებით, არამედ შოუს დადგმით.„ძალიან საინტერესო და ისტორიული პროცესის მომსწრენი ვართ. ესეც არის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესი. ვგულისხმობ იმას, რომ სასამართლოს ფილტრი გაიაროს და კონსტიტუციურობასთან თანხვედრაში დაიტესტოს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის და ამ შემთხვევაში მოპასუხეთა ქცევა რამდენად რელევანტურია, რაც, დარწმუნებული ვარ, მომდევნო თაობებისთვის და მათ შორის პოლიტიკური ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება.არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პარტია იქმნებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური მანტიის საფარქვეშ აკეთოს ის, რაც მოესურვება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს და იმის გამო, რომ ის არის რეგისტრირებული რეესტრში როგორც პოლიტიკური პარტია, ეს იყოს ინდულგენცია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კახა ძაგანია

პოლიტიკა • 1792931703

კახა ძაგანია: გვარამიას ორგანიზებულ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მახსენდება ვაჟას ალუდა ქეთელაურიდან „გულადი და სახელოვანი, მტერიც კი მირჩევნიაო“. რა დავაშავეთ, მტერშიც არ გვიმართლებს?!

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ნიკა გვარამიას მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.ძაგანიას თქმით, ქართველებს მტერშიც არ გვიმართლებს.„გვარამიას ორგანიზებულ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მახსენდება ვაჟას ალუდა ქეთელაურიდან „გულადი და სახელოვანი, მტერიც კი მირჩევნიაო“. რა დავაშავეთ, მტერშიც არ გვიმართლებს?! ეს LGBT კოლექტიური გვარამიები არც გულადები და არც სახელოვნები რომ არ არიან“, - წერს კახა ძაგანია.

ნერგი

საზოგადოება • 1792857360

ონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდა

ონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდა.სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, პირველკლასელებმა დაახლოებით 15 ლოკაციაზე, ჯამში 340 ნერგი დარგეს.გამწვანების აქციას, აგრეთვე შეუერთდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.პროგრამის ფარგლებში, სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი.პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა - https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია დარგული ნერგების რეგისტრაცია და მათი ადგილმდებარეობის ნახვა ინტერაქტიულ რუკაზე

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1791904182

ვინც ითხოვა შენდობა და პატიება, იმ ადამიანების მიმართ პოლიტიკური თავდასხმაა, ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს, რომ მათი ზნე-ჩვევა არ იცვლება - ალუდა ღუდუშაური

მმართველ გუნდში ოთხი ოქტომბრის მსჯავრდებულების საქმეზე შეფასებები კეთდება. საუბარია მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძეზე, რომელთაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ზოგიერთმა მსჯავრდებულმა უკვე მოაწერა ხელი და აღიარა დანაშაული, ხოლო ნაწილი ამ პროცესს აკვირდება."ზოგიერთმა მათგანმა უკვე მოაწერა ხელი და აღიარა. ზოგიერთი მათგანი დარწმუნებული ვარ რიგში არის და აკვირდება პროცესებს. დღეს ეს ადამიანები აღიარებენ და იხვეწებიან, რომ უნდათ საპროცესო, ხოლო მეორე ნაწილი, არ ვიცი ამას, რა შეიძლება ეწოდოს, საკუთარი შვილი ეუბნებოდეს მამას, შენ პოლიტიკურად ახლა ღირებული ციხეში ხარ, შენ საპყრობილე არ უნდა დატოვოო. ხოლო, ვინც გამოვიდა და თქვა, რომ ეს იყო ცუდი და ითხოვა შენდობა და პატიება, იმ ადამიანების მიმართ პოლიტიკური თავდასხმაა.ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს, რომ ეს ადამიანები არ იცვლებიან, მათი ზნე-ჩვევა არ იცვლება, ესენი არიან ბუნებით ძალადობისკენ მიდრეკილი ხალხი," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. ცალკე წარმოებად გამოიყო მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები.ძალადობრივი აქციისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს.მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

✕