ირანის, ბელარუსის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 45 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
1728022992
მსოფლიო კინოფესტივალებზე ფილმ "ტყვიის" წარმატებული "მოგზაურობის" შემდეგ, ხათუნა ვაშაძემ ახალ სურათზე დაიწყო მუშაობა. რეჟისორი ფსიქოლოგიურ დრამას იღებს.
ფილმის სცენარს გუგული ქებურიას პიესა უდევს საფუძვლად. ფილმის პროდიუსერი ამჯერადაც მსახიობი გიორგი აზნაურია, ხათუნას მეუღლე.
"ეშმაკის სამოთხე" ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც წარმატებული კინოდებიუტის შემდეგ, ხათუნა ვაშაძემ თავი ვარსკვლავებს მოუყარა: რეზო ჩხიკვიშვილი, ზურა ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, რამაზ იოსელიანი, რომა რცხილაძე, ახალი თაობიდან - აპოლონ კუბლაშვილი, ია სუხიტაშვილი, ნინო მუმლაძე... ფილმში ასევე იხილავთ - ზვიად დოლიძესა და ლაშა ონიანს.
"არ მინდა, მაგრამ ეპიზოდურ როლს მათამაშებს ხათუნა, რეჟისორის, წინ ვერ წახვალ" - ამბობს გიორგი აზნაური.
როგორც "პრაიმტაიმს" ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი უყვებიან, სპეციალურად გადაღებებისთვის გერმანიიდან რეზო ჩხიკვიშვილი მეუღლესთან ერთად ჩამოდის. წაიკითხეთ სრულად