"ამდენი წლის ფილმებზე რომ ელდარს ურეკავენ და მადლობას უხდიან, ეს იშვიათი რამაა" - რა იგეგმება მაესტროს საიუბილეო საღამოზე

eldari

ელდარ შენგელაია 26 იანვარს 90 წლის ხდება. კინოთეატრ "ამირანში" ლეგენდარული მაესტროს საიუბილეო საღამოა დაგეგმილი. საღამოს რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე. როგორც რეჟისორის მეუღლე, ნელი შენგელაია გვიყვება, მოეწყობა მაესტროს ფილმების ნაწყვეტების ჩვენება, წარმოითქმება მისალოცი სიტყვები...

საახალწლოდ ელდარის ფილმებმა დიდი სიამოვნება მიანიჭა ტელე მაყურებელს. "შერეკილებმა" და "ცისფერმა მთებმა" რეკორდი მოხსნეს, არხები მიყოლებით უშვებდა ამ ორ კინო შედევრს. 

რეჟისორის მეუღლე "პრაიმტაიმს" მაესტროს განწყობას გადმოსცემს.

ნელი შენგელაია: ურეკავენ, ვნახე შენი ფილმიო. ძალიან სიამოვნებს, ბუნებრივია. ამდენი წლის ფილმებზე რომ ელდარს ურეკავენ და მადლობას უხდიან, ეს იშვიათი რამაა. 

ლამის ყველა ტელევიზიამ იყიდა ელდარის ფილმები. 

მას ყველა თავისი ფილმი უყვარს. შვილებივით მიყვარსო, ამბობს. გამორჩევა არ იცის. არც ამბიციურად აფასებს რომელიმეს. 

ელდარის 90 წლის იუბილეა 26 იანვარს და მისი რეტროსპექტივა მოაწყეს ტელევიზიებმა...