გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ზაზა ურუშაძის ფილმის, "სამი სახლის" გადაღებას წინ ასეთი ამბავი უძღვის. რეჟისორმა ჟანრი ლოლაშვილის ნახატი "ბუები" რომ ნახა, ისე აღფრთოვანდა, რომ ტილომ სცენარი დააწერინა. საბოლოოდ კი, ფილმის საინტერესო სინოფსისი მივიღეთ. ლოლაშვილის ნახატი მოგზაურობს სამ სხვადასხვა დროში, აღმოჩნდება სამ სახლში. ჟანრი ფილმში კოლექციონერის როლშია, მხატვრის როლს კი ზურა ყიფშიძე თამაშობს.
აი, რა უამბო ჟანრი ლოლაშვილმა "პრაიმტაიმს".
ჟანრი ლოლაშვილი: - იუსტიციის სამინისტროში პატარა გამოფენა იყო, ზაზა მოვიდა და მითხრა - ბუების ნახატი რატომ არ მაჩვენეო? იქ არის და ნახე-მეთქი. არა, ადრე რატომ არ მაჩვენეო? და ახლა ხომ ნახე-მეთქი, გავოცდი. ხვალ დაგირეკავო, მითხრა. მეორე დღეს დამირეკა და უკვე ფილმის სინოფსისი წამიკითხა. ამ ჩემს ნახატზე სცენარის დაწერა დაუწყია.
ასე შექმნა „სამი სახლის“ სცენარი და 2008 წელს ფილმიც გადაიღო.
მერე ვუთხარი ჩიტის პორტრეტი მაქვს-მეთქი. ჩიტის პორტრეტის იდეა მოეწონა. რამე სხვა ტილოსაც ხომ არ დახატავო და დიდი, გამოგონილი ჩიტის პორტრეტი გავუკეთე, რომელიც სახლში დაკიდა...
გაოგნებული ვარ ზაზას ნაადრევი წასვლით...
მინდა გითხრათ, ძალიან ჩქარა იღებდა ფილმს, დროს არ კარგავდა. მაგრამ დიდი ხნის ნაფიქრს ჰგავდა. წყნარად, მშვიდად, თავისი გარკვეული ესთეტიკით იღებდა. სრულიად ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ კინოხელოვნებაში, მაგალითად, დიალოგის კულტურა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
დიდი რეჟისორი დააკლდა ქართულ კინოს. ქართულ კინოხელოვნებას გამოაკლდა ადამიანი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა.