ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ალბანელმა მესაზღვრეებმა საბერძნეთის საზღვარზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი საიუველირო ნაკეთობების კონტრაბანდაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავტომობილში, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, სამალავი აღმოაჩინეს, სადაც ძვირფასეულობა და ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები, ე.წ. „საღებელები“ იდო. ასევე მანქანაში 6 ათასი ევროც იყო ნაპოვნი. ფული და საიუველირო ნაკეთობები ნივთმტკიცებულებების სახით ამოღებულია.
პოლიცია მხოლოდ დაკავებულთა ასაკს ასახელებს - 32 და 36 წლის. ამჟამად მასალები ალბანეთის პროკურატურას გადაეცა და გამოძიება მიმდინარეობს.