„პრესტიჟულ უბანში 50 მილიონად შეფასებული ბინა უყიდა...“ - ვინ არის შაქრო კალაშოვის ცოლი

მარინა

„კრიმინალური ავტორიტეტის“ შაქრო კალაშოვის მეუღლე 44 წლის მარინა გოლდბერგია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით აფშერონსკში დაიბადა და მოგვიანებით ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში, ქალაქ კოგალიმში გადავიდა საცხოვრებლად.

2003 წელს მარინა მოსკოვში გადავიდა, სადაც შაქრო კალაშოვმა ბინა უყიდა, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი მილიონი რუბლია.

ფოტოზე: მარინა გოლდბერგი

მარინა გოლდბერგი იდუმალი პიროვნებაა და მისი ცხოვრების დეტალები ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. მისი სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების სია, სადაც შაქრო კალაშოვს "საძმო წრის" კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა მიენიჭა.

კალაშოვის ქონება ძირითადად მარინა გოლდბერგის ნათესავის, იულია ბრატჩენკოს სახელზეა გაფორმებული.

ეროვნებით ქურთი შაქრო კალაშოვი 1953 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. 2000-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და იქ საკუთარი დანაშაულებრივი ქსელი შექმნა.

ესპანეთში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მან მიმალვა მოახერხა, თუმცა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაინც დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.

ესპანეთში სასჯელის მოხდის შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა, სადაც 2016 წელს საკუთარ ფეშენებელურ სასახლეში, სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. სასამართლომ მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.