ესპანეთში, ბინის ძარცვის მცდელობისას 3 ქართველი დააკავეს

ესპანური პოლიცია

ესპანური მედიის ინფორმაციით, ქალაქ სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს.

მათივე ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.

ესპანური მედია იტყობინება, რომ მათთვის ცნობილია სამივე დაკავებული ქართველის ვინაობა. დაკავებულები არიან: 29, 32 და 35 წლის მამაკაცები. მათ ჩხრეკის შედეგად, კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები და მანქანების გასაღებები აღმოაჩნდათ.

„ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი პატარა ძაფებს წებოთი კარის ძირსა და ჩარჩოს შორის ამაგრებენ. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს და ამოწმებენ. თუ ძაფი ხელუხლებელია, ნიშნავს, რომ სახლში არავინაა. ამის შემდეგ ისინი იყენებენ ხელსაწყოს, საკეტის გასაღებად“,  – წერია ინფორმაციაში.