აშშ-მა და ვენესუელამ სამხედრო კავშირების აღდგენის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

შეთანხმება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვენესუელამ სამხედრო კავშირების აღდგენის შესახებ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც წვრთნებსა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას მოიცავს.

შეთანხმების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვენესუელის დროებით ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჰეგსეტის თქმით, იანვარში აშშ-ის სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელა „ყველაზე აგრესიული რეგიონული საფრთხიდან უსაფრთხოების პარტნიორად იქცა“.

მან ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან ასევე დადებითად შეაფასა „მჭიდრო თანამშრომლობა“.

თავის მხრივ, დელსი როდრიგესმა იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკურ-სამხედრო თანამშრომლობა „უმაღლეს შესაძლო დონეს“ მიაღწევს და ქვეყნები საერთო საფრთხეებს გაუმკლავდებიან.

✕