სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ესპანეთის პოლიციამ 30 დამნაშავე დააკავა, რომლებსაც უკრაინაში გამიზნული ჰუმანიტარული დახმარების კოლონის საფარქვეშ მთელ ევროპაში მარიხუანა გადაჰქონდათ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ესპანელები, უკრაინელები, გერმანელები და მაროკოელები.
„მარიხუანა შეფუთული იყო მუყაოს ყუთებში, როგორც ჰუმანიტარული დახმარების მარაგი, რომელიც განკუთვნილი იყო უკრაინისთვის“, - განაცხადა პოლიციამ.
რეიდების დროს, მალაგას პროვინციაში, ასევე სამხრეთ ქალაქებში - გრანადაში, კორდობასა და სევილიაში, პოლიციამ ამოიღო თითქმის 800,000 ევრო, ექვსი იარაღი და 2,500 კანაფის მცენარე.
ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის ნარკორეალიზაციაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში.
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1759000644
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909