დააკავეს კაცი, რომელმაც ამბროლაურის ტყეში თანასოფლელი მოკლა

დაკავება

კაცი, რომელმაც ამბროლაურის ტყეში თანასოფლელი მოკლა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. რაჭაში, სოფელ ჭრებალოში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

დანაშაული 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.