მერაბ დვალიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1727756195
თავდამსხმელი სავარაუდოდ, ორი აივნიდან ისროდა, - ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას ადგილობრივმა განაცხადა.
„მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა. გამიგია რომ ჯარისკაცი იყო. ხან ერთ აივანზე გამოდიოდა, ხან მეორეზე. გამოვიქცეოდი ბავშვებთან ერთად დაწოლილი, მოვხოხავდით... არც ვიცოდი საიდან ისროდა“, - იხსენებს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი უცნობია.
მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა - 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია. მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. 5 ადამიანია ასევე დაჭრილი, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. ვერავინ ვერ ვხსნით რა მოხდა. მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა ჯერ ერთი მხრიდან, მერე აივნის მეორე მხრიდან, სახლში იყო იმ პირის შვილიც, რომელიც სახლიდან გაიქცა.