წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1734031539
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.
როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა უამბო, პოლიციელი სასიკვდილოდ იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, ახალგაზრდა გადაარჩინა.
სხვა თვითმხილველის ინფორმაციით, სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო. მისივე თქმით, მსროლელი აღნიშნულ კორპუსში 5 წელია ცხოვრობდა.
„სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა. 4 ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დავინახე, დაჭრილია ერთი, რომელიც გადაიყვანეს. არაფერს ამბობდა. ორივე მხრიდან ისროდა, გზის მხარესაც, ფანჯრიდან. დაღუპულები ადგილობრივები არიან, ჩემი მეზობლები, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ და ეზოში იყვნენ. მსროლელიც ჩემი მეზობელი იყო. ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი, არავისგან ცუდი მასზე არ გამიგია. ერთი ხუთი წელია აქ ცხოვრობდა, მანავიდან გადმოვიდა. რამდენადაც ვიცი მეუღლესთან გაშორებულია და მასთან გოგო და ბიჭი ჰყავს“,- განაცხადა ადგილობრივმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984