ზურაბ აზარაშვილმა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფორმები წარმატებულად შეაფასა

ზურაბ აზარაშვილი

„ჩვენ გვაქვს შექმნილი ჯანდაცვის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული გვაქვს ის მკაფიო პრიორიტეტები, რითაც უფრო ხელმისაწვდომს გავხდით, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჯანდაცვას. ამ ხელმისაწვდომობასთან ერთად იქნება, როგორც ხარისხი უზრუნველყოფილი, ასევე ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანების უფლებები, სახელფასო განაკვეთები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ხარისხიან ჯანდაცვას“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა, მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობა მედიკამენტებში წლიურად 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. მინისტრმა რეფორმა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილების შემდეგ, ქვეყანაში, მაღალი ხარისხის, ზუსტად იგივე დასახელების და მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი მედიკამენტები შემოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ფარმაცევტული რეფორმის შემდეგი, მნიშვნელოვანი ნაწილი ამოქმედდა, რაც მედიკამენტების ზედა ზღვრული ფასის დაწესებას გულისხმობს. ცვლილება, მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯს, კიდევ 40%-ით შეამცირებს.

„პირველ ეტაპზე, შევარჩიეთ ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ყოველდღიურად გამოყენებადი მედიკამენტები, რომლებიც ქრონიკული და ონკოლოგიური ტიპის მედიკამენტებია. დაახლოებით 50-მდე მოლეკულაა, რომელიც სხვადასხვა დასახელების 1200-ზე მეტს მედიკამენტს მოიცავს. ჩვენ, ამ პროცესში საერთაშორისო გამოცდილება გავითვალისწინეთ, ჩართულები იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებით დავიწყეთ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ეტაპებიც, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად მოიცავს ფარმაცევტულ ბაზარს, ესეც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.