1728933551
საქართველოში კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება დაიწყო, ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდი უფრო საშიშია ბავშვებისთვის, ვიდრე „სეზონური გრიპი.
მისივე განმარტებით, საქართველოში არ არის „სეზონური გრიპის” აფეთქება, საქართველოში დაიწყო კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან.
„მე ამაზე ბოლო 2 წელია ვსაუბრობ და ახლა კონკრეტული საჯარო სტატიებიც არის ხელმისაწვდომი, წაიკითხეთ, თუ ამისი დრო გაქვთ. ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დაკავებული ხართ და მარტო სათაურებით და სტატიის სურათით აფასებთ და აკომენტარებთ ყველაფერს. ამ ტექსტსაც, სავარაუდოდ, 90% არც კი წაიკითხავს…
შეგახსენებთ, პირველი კვლევა ინდოეთიდან წამოვიდა, როცა სკოლის მოსწავლეებში კოვიდაფეთქება დაფიქსირდა და მათ „გაავრცელეს” ვირუსი თავიანთ სანათესაოში. პირველი ტალღის დროს ეგონათ, რომ ბავშვებში კოვიდი არ იყო და ეს შეცდომა იყო… რა ვიცი, ჭკვიანი/სწავლული ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს…
როგორც არაერთხელ გაგაფრთხილეთ, საქართველოშიც დაიწყო კოვიდის მორიგი აფეთქება, „2022 წლის ივნისს/ივლისის მორიგი კოვიდტალღა” და პირველი დარტყმა ზუსტად ბავშვებზე მოდის, შეფუთული “სეზონური გრიპის სახელით” ჩემებურად კი - “სეზონური კოვიდი”.
საქართველოში არ არის “სეზონური გრიპის” აფეთქება, საქართველოში დაიწყო კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან…. მარტო ამერიკაში, ერთ წელიწადში, კოვიდით 6-ჯერ უფრო მეტი ბავშვი გარდაიცვალა, ვიდრე სეზონური გრიპით… და კიდევ რა არგუმენტი გნებავთ უი, ხო, “ამდენი ნეგატივით დავიღალეთ”, მე კი ამდენი იდიოტის (ბოდიში,მეტი რბილი სიტყვა ვერ მოვძებნე) კომენტარების მოსმენით დავიღალე. არ გინდათ, ვაქცინაცია? პირბადე მაინც გამოიყენეთ, დიახ, ფხაკაძის საბავშვო პირბადე ,“ - წერს გიორგი ფხაკაძე.