საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ არის. ქვეყანამ ჯოჯოხეთი უკვე გაიარა - ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს. მისი თქმით, ვირუსების მხრივ, საგანგაშო სიტუაცია არ არის და მეცნიერებამ კოვიდზე გაიმარჯვა.

„1. სახელმწიფომ შემოიტანა მაღალეფექტური „ფაიზერის“ ვაქცინა და აიცერით პროტოკოლის მიხედვით, ვის როგორც გეკუთვნით.

2. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, განსაკუთრებით, ვინც ხართ 60 წელს გადაცილებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე, ხშირად დაიბანეთ ხელები.

3. იყავით პოზიტიურად განწყობილი, იმიტომ, რომ პოზიტივი არის ერთადერთი, რასაც არ სჭირდება არც ვაქცინა, არც პირბადე. პოზიტივს სჭირდება მხოლოდ ღიმილი და ხედვა, რომ პრაგმატულად შევხედოთ მომავალს.

4. საქართველოში საგანგაშო სიტუაცია არ არის. ქვეყანამ ჯოჯოხეთი უკვე გაიარა. ახლა პროცესები უნდა ვმართოთ.

5. მჯერა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ შეცდომებზე უკვე ისწავლა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ამ შეცდომებზე სწავლისგან მიღებული გამოცდილებით ვნახავთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

6. პროგრესმა და მეცნიერებამ კოვიდზე გაიმარჯვა. ეს არის ჯიუტი ფაქტი. გამოიყენეთ მეცნიერების მიღწევები.

7. დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუ ყველა თავის ჯანმრთელობას მიხედავს, ყველაფერი კარგად იქნება.

8. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა არა ვიღაცის, არამედ თქვენს ხელშია.

9. და ბოლოს, გვახსოვდეს: სწორი ინფორმაცია ნეგატიური არ არის. ნეგატიური არის ტყუილი, რომელსაც არ უნდა ავყვეთ. სწორი ინფორმაცია სწორად უნდა აღიქვათ და მიიღოთ.

10. ვიყოთ პოზიტიურები, მოვუსმინოთ სწორ ინფორმაციას, ვენდოთ სპეციალისტებს და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა!“ - აცხადებს ფხაკაძე.

 

ასევე ნახეთ:

👉 „კარგი ამბავი, დაწყნარდით“ - გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსზე

 

👉 მოსახლეობას აქვს ისტერიკა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე, მაგრამ რეალური საფრთხე ისევ არის კოვიდი - გიორგი ფხაკაძე