„იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით“ - რას ამბობს მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე

ბუწაშვილი

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განმარტა, რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ. „მაიმუნის ყვავილს.

„ეს არის ვირუსული ტიპის ინფექცია, ჰგავს ყვავილის ვირუსს. იწვევს დაავადებას, რომელსაც აქვს უფრო მსუბუქი სიმპტომები. იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით. თავის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება.

სპეციფიურია, რომ ხელის და ფეხის გულებზეც ფიქსირდება გამონაყარი. თანდათანობით, გამონაყარის ელემენტებში ჩნდება სითხე, გადაიქცევა ბუშტუკებად ჩირქოვანი შიგთავსით. შემდეგში ბუშტუკები იფარება ფუფხებით და შეუძლია დატოვოს ნაწიბურები“, - განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.