Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
„კლინიკა ბომონდი“-ს კარდიოლოგიური დეპარტმენტის გუნდმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელსაც გული ხუთჯერ გაუჩერდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.
მათი ცნობით, 57 წლის მამაკაცმა კლინიკას დახმარებისთვის 2 ივნისს, ღამის საათებში მიმართა. კლინიკაში შემოსვლის მომენტში პაციენტს გულ-მკერდის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი აღენიშნებოდა.
„პაციენტს შემოსვლისთანავე დაუდასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდა არასტაბილური ჰემოდინამიკა. სასწრაფოდ იქნა მიღებული ოპერატიული ღონისძიებები, პაციენტი მოთავსდა ანგიოკათეტერიზაციის ლაბორატორიაში, ჩაუტარდა კორონაროგრაფია ერთი სტენტის იმპლანტაციით. განხორციელდა დეფიბრილაციის 5 ეპიზოდი, რაც წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- ამბობს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა გრძელიძე.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ინტერვენციონისტი გიორგი შაკინოვი და კარდიოლოგი ხათუნა გრძელიძე მონაწილეობდნენ.
ასევე ნახეთ:
👉 „ძალიან გთხოვთ, ისევ და ისევ გავერთიანდეთ“ - დათის მეცხრე ოპერაცია ჩაუტარდა