კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს რჩევებს უზიარებს, როგორ უნდა მოიქცნენ, თუკი ბავშვს ძლიერი ხველა აქვს.
„მწვავე ბრონქიტი, ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია, რაც ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით. კლინიკურად ძირითადად ვლინდება მშრალი ან პროდუქტიული ხველით, ტემპერატურით, ზოგჯერ ქოშინით და სპაზმის მოვლენებით! ვირუსული ბრონქიტის მკურნალობა ძირითადად ხდება ამბულატორიულ პირობებში (არ ვსაუბრობ მწვავე ბრონქიოლიტების შემთხვევებზე 1 წლამდე ასაკში,რომელიც ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) ჩვენი მიზანია გავათხელოთ ნახველი და გავუმარტივოთ პაციენტს სეკრეტის გამოყოფა სასუნთქი გზებიდან, რასაც ხშირად არამედიკამენტური მკურნალობითაც შეიძლება მივაღწიოთ...
დიდი რაოდენობით თბილი სითხეების მიღება ამსუბუქებს ხველას, ყელის ტკივილს (რაც შეიძლება ახლდეს ბრონქიტს) ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას და ხელს უშლის სითხის კარგვას, ვაძლევთ თაფლიან რძეს, თბილ მინერალურ წყალს, უბრალოდ წყალს, მცენარეულ ჩაის, ხშირი ძუძუთი კვება ხელს უწყობს ნახველის გათხელებას...
კვებითი რეჟიმის დაცვა აუცილებელია,საკვებმა არ უნდა გააღიზიანოს ხახა, ამიტომ ნუ მისცემთ ტკბილ, ცხარე, მარილიან, ძალიან ცხელ და ცივ საკვებს, შესთავაზეთ ვიტამინიზირებული, ბალანსირებული კვება, ხილი, ბოსტნეული, მოხარშული ხორცი, ფაფები, რძის პროდუქტი, მცირე ულუფებით და მოკლე ინტერვალებით...
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰაერის დატენიანებას, რადგან მშრალმა ჰაერმა შეიძლება გააღიზიანოს ხველის რეცეპტორები, ამასთან ერთად მშრალმა ჰაერმა შეიძლება ხელი შეუწყოს ლორწოვანის გამოშრობას რაც განაპირობებს ბრონქული სეკრეტის შესქელებას, ჩვენი მიზანი კი გათხიერებაა, ხშირად გავანიავოთ ოთახი, დავალაგოთ სველი წესით, შეიძლება გამოვიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი, ოთახში დავკიდოთ სველი პირსახოცები და ა.შ.
ზამთარში როცა ცენტრალური გათბობაა ჩართული, განსაკუთრებულად ხდება ჰაერის გამოშრობა, მოვარიდოთ ბავშვები სიგარეტის კვამლს და ნებისმიერ მძაფრ სურნელს ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება ვირუსული ბრონქიტის შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია ასევე არ შეიძლება 3 წლამდე ასაკამდე ამოსახველებელი საშუალებების გამოყენება რაც აძლიერებს ხველით რეფლექსს, პატარას სასუნთქი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ძლიერი ხველის აქტი უჭირს! ძირითადად მივმართავთ ინჰალაციურ თერაპიას, რომლის შერჩევაც უნდა მოხდეს ექიმი პედიატრის მიერ თუ ბავშვს 5 დღეზე მეტ ხანს აქვს ცხელება თუ ნახველი ღებულობს მომწვანო ფერს, თუ ბავშვს აღენიშნება ძლიერი ხველა ქოშინი დამატებითი მუსკულატურის მონაწილეობით სუნთქვაში, გულის ცემის გახშირება უარს აცხადებს საკვების და სითხის მიღებაზე საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყება, რადგან სავარაუდოდ უკვე გააქტიურებულია მეორადი ბაქტერიული ფლორა, რასაც ავადმყოფის კლინიკური სურათის შესწავლა, კლინიკოლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები სჭირდება ანტიბაქტერიული მკურნალობა და სხვა სიმპტომური მედიკამენტების დანიშვნა აუცილებლად ხდება ექიმის მიერ და არა სხვა ბავშვთან დანიშნული რეცეპტის გამოყენებით! მკურნალობა ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა!!!!
პაციენტები ძალიან ხშირად, პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ვირუსული ბრონქიტის დროს თვითნებურად იწყებენ ანტიბიოტიკოთერაპიას,რაც მიუღებელია! ნუ მიაყენებთ ზიანს თქვენი ბავშვის ორგანიზმს და ნუ გაუზარმაცებთ იმუნურ სისტემას, თორემ როცა მართლაც საჭირო იქნება ანტიბიოტიკის გამოყენება ის უარს გეტყვით დახმარებაზე, რადგან უძლური იქნება! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და განსაკუთრებით ჩემს პატარებს“ , - წერს ინგა მამუჩიშვილი.