პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს – ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსი, გრიპი კი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.
„წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.
პედიატრიულ სტაციონარებში მიმართვიანობის პიკი იყო დეკემბრის დასაწყისში, ახლა იმ ფარგლებშია, რომელშიც უნდა იყოს. ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის. ყველას ბავშვი იღებს ამ სერვისს, ვისაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.