1728499899
ქვეყანაში 12 ტიპის ვირუსი ცირკულირებს - მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ვეყანაში 12 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ექიმების რეკომენდაცია ისევ აცრაა. ამბობენ რომ აუცილებელია პირბადის ტარება და სიმპტომების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა კლება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
„შარშან ძალიან მკაცრად ვატარებდით ნიღაბს, ვიცავდით ჰიგიენურ პირობებს და ეს ყველაფერი არა მარტო კორონავრისუსიგან, არამედ ნებისმიერი რესპირატორული ვირუსისგან გვიცავდა“, - აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს.
განმარტებით, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი სწორედ კორონავირუსი, რომლის გავრცელების სიხშირე 30%-ს შეადგენს.
ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ახლა ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს.