„ციხიდან ოჯახის წევრებს დაურეკა...“ - ხატია წერეთლის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ხატია წერეთელი

პროსტიტუციის ხელშეწყობით დაკავებული ხატია წერეთელის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

მომღერლის პროცესი ოქტომბრის თვეში იყო ჩანიშნული, თუმცა ერთი თვით გადაიწია. 

ჩვენი ინფორმაციით, ხატია წერეთელი რუსთავის ციხეში ოჯახის წევრებს ჯერჯერობით არ მოუნახულებიათ, თუმცა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ხატია წერეთელი შსს-მ 27 აგვისტოს დააკავა. 

ხატია წერეთელი მომღერლის ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელი და გვარი კი ირმა კურტანიძეა.