„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.
ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8 პროცენტზე მეტი.
„სამწუხაროდ, კოვიდს არ აქვს ეს გეგმები. კოვიდს მუტაცია ახასიათებს, მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი - რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს“- განამრტავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და აღნიშნავს, რომ ადამიანებმა ფსიქიკა სეცვიეს აზრს, თითქოს პანდემია დასრულდა.
მისი თქმით, ძალიანაა გაზრდილი B.A.4 და B.A.5-ის ვარიანტების გავრცელების პოტენციალი.
„რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს. ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ, შეგვიძლია, ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, 5-ჯერ არის გაზრდილი“,- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
ინფიცირების შემთხვევების მატებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი, თამარ გაბუნია. თუმცა, აღნიშნავს, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არის.
„ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ ოჯახის ექიმმა მართოს პაციენტის მდგომარეობა.
არის მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს. სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ“, - აცხადებს გაბუნია.
სპეციალისტები მოსახლეობას, საეჭვო სიმპომების აღმოჩენის შემთხვევაში ტესტირებებისკენ მოუწოდებენ.
ივანე ჩხაიძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს არცერთი სხვა შესაძლებლობა კორონავირუსისგან თავის დასაცავად, გარდა ვაქცინაციისა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში B.A4 და B.A5 უკვე 60%-ით დომინანტი შტამია. ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე ომიკრონის სხვა ვარიანტები, თუმცა კლინიკური მახასიათებლებით წინამორბედის იდენტურია, ასევე სასუნთქი გზების ვირუსების დამახასიათებელი სიმპტომებით გამოირჩევა.
ინფექციონისტების თქმით, რისკ-ჯგუფში მყოფმა მოქალაქეებმა დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადე უნდა გამოიყენონ.
„რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკმა გადაიარა და ახლა ალბათ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი. ძალიან მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა შესაძლებლობა კორონავირუსისგან თავის დასაცავად, გარდა ვაქცინაციისა, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პიკი გვიან შემოდგომაზე იქნება.
მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს...
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და ავადობა „ომიკრონის“ შტამის მსგავსად მიმდინარეობს.
ცერცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება, რადგან ვირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდამ დარჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება არის, ჩვენს მოსახლეობას შეუძლია აბსოლუტურად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადაა ისე, როგორც არასდროს. კორონავირუსი გადაიქცევა ერთ-ერთ რესპირაციულ ინფექციად და არ იქნება ისეთი ტრაგიკული, როგორც ის აღიქმებოდა თუნდაც ერთი წლის წინ. დროული ტესტირება და ექიმთან დროულად მისვლა აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონდეს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ევროპაში კოვიდინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდის ფონზე, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოებმა რეკომენდაცია გაუწიეს კოვიდვაქცინის მეორე გამაძლიერებელ დოზას 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვაქცინები კვლავ კარგ დაცვას უზრუნველყოფენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან, ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის განვითარებასთან ერთად შემცირდა.
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მომატებული შემთხვევების ფონზე ამბობს, რომ არაფერი საპანიკო არ არის და ახლა ეს ვირუსი ისე შეგვიძლია გადავიტანოთ, როგორც ნებისმიერი სხვა ენდემური ტიპის ვირუსი.
„არაფერი არ არის საპანიკო, შეგვიძლია ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. ის, რომ ეს იყოს რაიმე შეზღუდვის, ჩაკეტვის თუ აკრძალვების შემოღების საფუძველი, ეს ასე არ არის“,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ-ვაქცინების მარაგი არის, თუმცა აღარავინ იკეთებს.
ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე, 11 ივლისის მონაცემებით, გამოტანილია ნახევარ მილიონ დოზაზე მეტი „ფაიზერი“, 200 ათას დოზაზე მეტი „სინოფარმი“ და 100 ათას დოზაზე მეტი „სინოვაკი“. აცრა შესაძლებელი როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ისე რეგისტრაციის გარეშე.
დღევანდელი პროტოკოლით, გარდა პირველი ბუსტერისა (ვაქცინის მესამე დოზა), 50 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ქვეყანაში დაშვებულია ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაც.