პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და ავადობა „ომიკრონის“ შტამის მსგავსად მიმდინარეობს.
ცერცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება, რადგან ვირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდამ დარჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება არის, ჩვენს მოსახლეობას შეუძლია აბსოლუტურად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადაა ისე, როგორც არასდროს. კორონავირუსი გადაიქცევა ერთ-ერთ რესპირაციულ ინფექციად და არ იქნება ისეთი ტრაგიკული, როგორც ის აღიქმებოდა თუნდაც ერთი წლის წინ. დროული ტესტირება და ექიმთან დროულად მისვლა აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონდეს“,- განაცხადა ცერცვაძემ.