პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.
ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8 პროცენტზე მეტია (8,1%).
4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, წინა კვირაში კი - 2570 ადამიანს.
ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო დიდი ზრდა ჩანდა წინა კვირის მონაცემების შედარებისას ორი კვირის წინანდელ მონაცემებთან. 20-26 ივნისს ინფიცირების 1056 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო ერთ კვირაში 63 659 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 2338.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია სულ 16 847 ადამიანი.