რა პრეპარატი უნდა მიიღონ კოვიდის დადასტურების შემთხვევაში რისკის მქონე პაციენტებმა

კულუმბეგოვი

ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც რისკის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ კოვიდის დადასტურების შემთხვევაში,- ამის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც იმუნოლოგი განმარტავს, სხვა ვირუსებისგან, რომელიც რესპირაციულ, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევენ, მათგან კოვიდის განსხვავება სიმპტომებით პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ერთადერთი განმასხვავებელი საშუალება არის მხოლოდ ტესტირებით კორონავირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობა. რისკის მქონე ადამიანებმა, ვინც არის 65 წელზე მეტი ასაკის, ან აქვს ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, ასეთი პაციენტებისთვის ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც დადასტურებიდან პირველ ხუთ დღეში უნდა მიიღოს ადამიანმა“,- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.