ევროპის წამლის სააგენტომ „პაქსლოვიდის" კოვიდსაწინააღმდეგო აბების გამოყენების ნებართვა გასცა 

წამალი

მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის ევროკავშირის მარეგულირებელმა COVID-19-ის საწინააღმდეგო აბის „პაქს ლოვიდის" გამოყენების ნებართვა გასცა.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 367 მილიონს უახლოვდება. ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 5-დღიან იზოლაციაში გადავიდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას ფინეთიც გეგმავს. ესპანეთში, კატალონიის რეგიონში კი, რესტორნებში, ბარებსა და სავარჯიშო დარბაზებში კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.

21-დან 14 დღემდე ამცირებს მოგზაურებისთვის კარანტინის პერიოდს ჰონგ-კონგი.

სხვა სიახლეები