პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
18 წლის იეზიდი გოგონა პრაქტიკებს ლევან რატიანის მეთვალყურეობის ქვეშ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის.
მას ყველა პაციენტის მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვს, თუმცა 22 წლის ბიჭის ისტორიას დღემდე ვერ ივიწყებს.
„ეროვნებით ვარ იეზიდი, დავამთავრე სომხური სკოლა, მაქვს სომხური განათლება. როცა დავამთავრე სკოლა გადავწყვიტე საქართველოში ჩამოვსულიყავი და ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
უძლურები ვართ კოვიდთან ბრძოლაში. 22 წლის ბიჭის მკურნალობა სიკვდილით დასრულდა, ეს იყო ძალიან რთული. ამის შემდეგ სულ მეფიქრება და მესიზმრება ეს ბიჭი და ყველა პაციენტზე ძალიან ვნერვიულობ“, - ამბობს 18 წლის იეზიდი გოგო „პალიტრავიდეოსთან“.