VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ალერგიული პრობლემების მქონდე ადამიანებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და აფრთხილებს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც 7-დან 13-მარტის ჩათვლითაა მოსალოდნელი.
„მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია: ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
თხილის (Corylus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და საშუალო ნიშნულზე გადმოინაცვლებს.
დამტვერვა დაიწყო თელამ (Ulmus) და ვერხვმა (Populus), მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, - წერს კულუმბეგოვი.