ჩვენი მისია ნათელია - პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად უნდა დასრულდეს - ბორის ჯონსონი

boris jonsoni

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მასშტაბურ პაკეტს დააწესებენ.

„დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასშტაბურ პაკეტზე, რომელიც დროულად ჩამოყალიბდა რუსეთის ეკონომიკის შესაფერხებლად“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება.

„ჩვენი მისია ნათელია: დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საბოლოოდ სამხედრო თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად უნდა დასრულდეს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.