პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური ქსელის მომხმარებელი მიშა ჟღენტი პიანისტისა და რუსეთის მოქალაქეების დიალოგის შესახებ წერს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა.
„მეგობრებო არ შემიძლია ეს არ მოვყვე. 15 წუთის წინ ერთ ადგილზე უკრავდა ცნობილი პიანისტი გიგი პიანომენი. მასთან მივიდა მოსკოველი რუსი, ორ ქალბატონთან ერთად და დაუდო 100-დოლარიანი. როგორც მერე გავიგე, რამე ჩვენებური დაუკარიო. გიგიმ გამოართვა ფული, რაც მე და მეგობრებს ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ მერე რაც მოხდა იყო კაცობის გაკვეთილი. გიგი დაჯდა და უთხრა, მათ ეს თქვენ გეძღვნებათო და დაუკრა უკრაინული სიმღერა „ჩირნობრივცი“ ეს იყო შოკი..
ესენი ისე აწითლდნენ, ადგნენ, რის შემდეგაც გიგიმ ფული უკან პიჯაკში ჩაუდო და უთხრა: ეს ფული გუშინ გარდაცვლილ ბავშვს გაუგზავნეო. იმ წუთში დატოვეს რესტორანი. გავიგონე ქალები ლიფტთან ამბობდნენ: ხო ვამბობდი, ქართველი ასეთი „კრუტოიაო“. მოკლედ გიგი შენ ხარ კაცი, მადლობა!! იქაც გითხარი და აქაც გწერ!, - წერს ჟღენტი.