„საცხოვრებლის სანაცვლოდ, მიწის მესაკუთრეს სექსუალურად აკმაყოფილებდნენ“ - სვასტიკიანი დემონის ოჯახის ისტორია

ჩარლზ მენსონი

ჩარლზ მენსონი 1934 წლის 12 ნოემბერს ოჰაიოში დაიბადა და დედასთან და მამინაცვალთან ერთად იზრდებოდა. ბიოლოგიურმა მამამ ოჯახი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მიატოვა. ჩარლზის დედამ, კეტლინ მედოქსმა კი უილიამ მენსონზე იქორწინა.

როდესაც ჩარლზი ოთხი წლის იყო, დედამისი შეიარაღებული ძარცვისთვის გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ის ხუთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, ცხრა წლის ჩარლზი უკვე ჩადიოდა დანაშაულებს. ხშირად ქურდობდა და სკოლასაც აცდენდა.

1949 წელს ჩარლზი ინდიანას ვაჟთა სკოლაში ჩადენილი სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს და არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად, ის დაწესებულებაშიც აგრძელებდა სექსუალური ხასიათის დანაშაულების ჩადენას, რის გამოც, 1952 წელს ჩარლზი ოჰაიოს ფედერალურ რეფორმატორიაში იქნა გადაყვანილი.

1954 წელს, 19 წლის მენსონი ციხიდან გამოვიდა და დასავლეთ ვირჯინიაში დეიდასთან დასახლდა. მოგვიანებით მან იქორწინა და ცოლთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად მძიმე გამოცდილებისა, მენსონმა კვლავ განაგრძო დანაშაულების ჩადენა და საბოლოოდ 1957 წელს ლოს-ანჯელესის ციხეში აღმოჩნდა, რა დროსაც ,მისმა მეუღლემ განქორწინება მოითხოვა. ქორწინებაში ყოფნის დროს წყვილს ვაჟი შეეძინა.

1957-1967 წლები მან პირობითი სასჯელის პირობებში გაატარა. პარალელურად, ის გახდა სუტენიორი, დაქორწინდა სექს-მუშაკზე და მეორე ვაჟიც ეყოლა, თუმცა წყვილი 1963 წელს განქორწინდა. ამ პერიოდში მენსონმა ჰოლივუდში წარმატების მისაღწევად გზების ძიება დაიწყო. მან ისწავლა გიტარაზე დაკვრა, წერდა სიმღერებს და ცდილობდა ცნობილ ადამიანებთან კავშირის დამყარებას. ამავდროულად მენსონმა კარგად შეისწავლა რელიგია, როგორც კონტროლისა და მანიპულაციის მთავარი იარაღი. მეგობარი კრიმინალებისგან ისწავლა სხვა ადამიანების კონტროლი და მათი იძულების ტექნიკა.

1967 წელს 32 წლის მენსონი სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სექტა ჩამოაყალიბა. მან მალევე გაიცნო თავისი პირველი მიმდევარი, 23 წლის მერი ბრუნერი, რომელიც კალიფორნიაში ბიბლიოთეკაში სამუშაოდ იყო ჩასული. ჩარლზმა ის მისი სახლისა და შემოსავლის გამო აირჩია და მანიპულირების გზით მასთან ერთად წვრილმანი დანაშაულების ჩადენა დააწყებინა. განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

„11 დღე იყო უგონოდ, სულ ველაპარაკებოდი. ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა...“ - საბედისწერო სიყვარული, რომელიც სიკვდილმაც ვერ გაანელა

„ჩანაწერში, შემზარავი ხმები ისმის... მაგიდის ქვეშ შემძვრალი ორი დღე ძაღლივით ყეფდა“ - ანა ელიზაბეტ მიშელის გარდაცვალების საქმე

პლეხანოველი მარინას უკანასკნელი ინტერვიუ „პრაიმტაიმის“ არქივიდან - მოპარული შვილი და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამხელილი ოცნებები

„მკვლელი, რომელიც ფულის დაზოგვის მიზნით, მსხვერპლს ჭამდა...“ - კანიბალ იოახიმ კროლის საქმე