„მკვლელი, რომელიც ფულის დაზოგვის მიზნით, მსხვერპლს ჭამდა...“ - კანიბალ იოახიმ კროლის საქმე

სერიული მკვლელი

მიუხედავად იმისა, რომ იოახიმ კროლი ტედ ბანდის ან ჯეფრი დამერის მსგავსად არ არის ცნობილი, მისი დანაშაულების სისასტიკე უთანაბრდება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების მიერ ჩადენილ მკვლელობებს. მოსახლეობამ მას რურის კანიბალი, მონადირე და კაციჭამია უწოდა. დადასტურებული ინფორმაციით, მან 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა გერმანიის ხელისუფლება თვლის, რომ სინამდვილეში, მისი მსხვერპლების რაოდენობა ამ რიცხვს აღემატება.

კანიბალი თავად აღიარებდა, რომ ის ფულის დაზოგვის მიზნით მსხვერპლის სხეულის ნაწილებს ჭამდა, რადგან იმ დროს ხორცი საკმაოდ ძვირი ღირდა. მან ორი ათწლეულის განმავლობაში მოახერხა მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებას და ამ წლების განმავლობაში მისი დანაშაულებისთვის ექვსი მამაკაცი იქნა დაპატიმრებული.

კროლი 1933 წელს გერმანიაში, ნაცისტური პარტიის აღმავლობის პერიოდში დაიბადა. ის რვა დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, რის გამოც ხშირად იჩაგრებოდა. ოჯახში მუდმივმა დეგრადაციამ და არასტაბილურმა აღზრდამ ხელი შეუწყო მის დამნაშავედ ჩამოყალიბებას. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადრეულ ასაკში სექსუალურად ძალადობდა ცხოველებზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში მრავალი სხვა ოჯახის მსგავსად, კროლის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მამა, გერმანიის არმიის ჯარისკაცი, რუსეთიის არმიამ ტყვედ აიყვანა და სავარაუდოდ, ომის დროს გარდაიცვალა. 1948 წელს, მას შემდეგ რაც რამდენიმე კლასის გამეორება რამდენჯერმე მოუწია, კროლმა სწავლას თავი დაანება. მოგვიანებით ცხოვრებაში, ტესტირებამ აჩვენა, რომ მისი IQ 78-ს შეადგენდა. ზოგიერთი ცნობით, კროლმა არ იცოდა კითხვა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ფერმერად დაიწყო მუშაობა და სწორედ აქედან დაიწყო მისი მკვლელობები.

კროლის თქმით, ფერმის ცხოველების მკვლელობა მას შთააგონებდა და როდესაც ის ღორის დაკვლას შეესწრო, მასში სექსუალურმა მოთხოვნილებამ გაიღვიძა.

ახალგაზრდა ასაკში კროლი ცდილობდა რომანტიკული ურთიერთობა დაემყარებინა უცნობ ქალბატონთან. მისი თქმით ის ამ ურთიერთობაში თავს უხერხულად და არაადეკვატურად გრძნობდა და მის ქალთან დამყარებულ ერთადერთ სექსუალურ ურთიერთობას მარცხი უწოდა. საბოლოოდ იოახიმმა დაასკვნა, რომ სექსუალური ურთიერთობა იმასთან უნდა დაემყარებინა, ვინც მას აქტის მიმდინარეობისას შენიშვნას არ მისცემდა და მისგან უკმაყოფილო არ დარჩებოდა.

1955 წლის 8 თებერვალს კროლმა გერმანიის სოფელ ვალსტედში გაიტაცა 19 წლის ირმგარდ შტელი. მან გოგონა ჯერ დაახრჩო, შემდეგ გააუპატიურა და ბოლოს მუცელი გაუჭრა. განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

„11 დღე იყო უგონოდ, სულ ველაპარაკებოდი. ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა...“ - საბედისწერო სიყვარული, რომელიც სიკვდილმაც ვერ გაანელა

გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - ჯუნკო ფურუტას საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

VIDEO: ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, იგივე „ჩრდილი“, რომლის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა