დღეს შობის მარხვა დაიწყო - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795859867
აშშ-ში მადლიერების დღეს ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების ორივე სანაპიროზე ძლიერი უამინდობის გამო ამ დროისთვის ელექტროენერგია 260 000-ზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება.
მათივე ინფორმაციით, ძლიერმა შტორმმა სანაპირო რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვა. სტიქიამ ყველაზე მეტად პენსილვანიის შტატი დააზარალა.
უამინდობის გამო აშშ-ში ასობით ავიარეისი გადადო ან გაუქმდა. მხოლოდ პარასკევს აშშ-ში 3 400-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გადაიდო და თითქმის 670 გაუქმდა.
ამასთან, მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მერილენდში ხიდებზე გადაადგილება შეიზღუდა, ხოლო დელავერის შტატში სანაპირო ზოლი დაიტბორა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი კანადის პროვინციების მიმართულებით გადაინაცვლებს.