1732386875
„ჩანაწერში, შემზარავი ხმები ისმის... მაგიდის ქვეშ შემძვრალი ორი დღე ძაღლივით ყეფდა“ - ანა ელიზაბეტ მიშელის გარდაცვალების საქმე
ანა ელიზაბეტ მიშელი 1952 წლის 21 სექტემბერს ბავარიაში დაიბადა და მშობლებთან და დებთან ერთად იზრდებოდა. როგორც ცნობილია, საკმაოდ რელიგიური ოჯახი ჰყავდა და თავადაც მორწმუნე ადამიანი იყო. ხშირად ლოცულობდა და ტაძარშიც დადიოდა. თექვსმეტი წლის ასაკში, გოგონას ექიმებმა ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ავადმყოფობას მისთვის განათლების მიღებაში ხელი არ შეუშლია და მან მაინც მოახერხა ვიურცბურგის უნივერსიტეტში ჩაბარება.
ოთხწლიანი მკურნალობის შემდეგ, მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა. მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონას სული ეშმაკს ჰქონდა შეპყრობილი, რის გამოც დასახმარებლად ეკლესიას მიმართეს.
ეკლესიაში მისვლისას, მღვდელმა დაადასტურა, რომ გოგონა უდავოდ ეშმაკის მიერ იყო შეპყრობილი. ანამ სასულიერო პირებს ორჯერ სთხოვა ეგზორციზმის რიტუალის ჩატარება, თუმცა უარი მიიღო.
დროის გასვლასთან ერთად, ანა ელიზაბეტის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ის დღეში, დაახლოებით, 600-ჯერ აკეთებდა მუხლჩოქს, რის გამოც მუხლები დაიზიანა, შეძვრა მაგიდის ქვეშ, საიდანაც ორი დღე ძაღლივით ყეფდა. დაიწყო ობობების ჭამა, თავი მოაჭამა მფრინველის გვამსაც. საბოლოოდ, საკუთარი შარდი იატაკიდან ენით აიღო. ოთახიდან საათობით ისმოდა მისი ყვირილი. განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
⇒ Facebook-ის ვიდეოების ველში სიახლეა - სახელის ცვლილება და დამატებითი ფუნქციები
⇒ VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო
⇒ ცნობილია, პოლონეთში ავტოკატასტროფაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა
⇒ „იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით, ყველა მეზიზღებით“- ხათუნა ნოზაძე
⇒ „340 ლარი ბავშვებს“ - ნახეთ ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ამ თვიდან გაზრდილ შემოსავალს მიიღებს