გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რეჟისორი გრეტა გერვიგი კანის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას Variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გერვიგი პირველი ამერიკელი ქალი-რეჟისორია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, 40 წლის გერვიგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება, ვინც 1966 წლიდან ფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. მაშინ ეს თანამდებობა 31 წლის სოფი ლორენმა დაიკავა.
„ჩემთვის ეს დიდი პატივია. ვგიჟდები კინოზე. მიყვარს მისი გადაღება, ყურება და მასზე საუბარი“, - განაცხადა „ბარბის“ რეჟისორმა გერვიგმა.
კანის კინოფესტივალი 2024 წლის 14-25 მაისს გაიმართება.