გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელმა ირენა სანდლერმა მოიპოვა ნებართვა, ვარშავის გეტოში მედპერსონალის სახით შესულიყო. მან კარგად იცოდა, რა ხდებოდა გეტოებში და იცოდა ნაცისტების იმ გეგმების შესახებაც, რომელიც მათ ებრაელებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
სამედიცინო ხელსაწყოებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა, ხოლო სატვირთოს საბარგულში ტომარა ჰქონდა ცოტა უფრო მოზრდილებისთვის. მანქანით მას თან ძაღლიც დაჰყავდა, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმული ბანაკის ჭიშკარში შედიოდა ან ტოვებდა იქაურობას.
ბუნებრივია, ჯარისკაცები ვერ ეკარებოდნენ გაავებულ ცხოველს, მისი ყეფა კი ფარავდა ხმებს, რომელიც, შესაძლოა, ბავშვებს გამოეცათ. ამ გზით ირენამ გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა 2500 ბავშვი.
ერთხელ ნაცისტებმა ამხილეს და ისე უმოწყალოდ სცემეს, რომ ხელ-ფეხი სულ დამტვრეული ჰქონდა. ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესობამ სიცოცხლე გაზის კამერებში დაასრულა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.
ასევე ნახეთ:
ელოდეთ სასწაულს შობისთვის: როგორ სიურპრიზს ამზადებს სამყარო მხოლოდ ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2000 და 5000 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც ამ უკანონო საქმიანობას ჩაიდენს