გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
2005 წელს, თბილისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ახალგაზრდა კალათბურთელის აჩიკო (ბუჩო) რუხაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აჩიკო რუხაძის მკვლელობის ფაქტზე, “პრაიმტაიმს” მისი მეგობარი გეგა სალუქვაძე ესაუბრა.
– მე და აჩიკო 53-ე სკოლაში ვსწავლობდით და ბავშვობიდან ვმეგობრობდით. გამორჩეული კლასი გვყავდა, დღესაც ჩემი სამეგობროს მთავარ ბირთვს სწორედ ჩემი კლასელები წარმოადგენენ.
ჩვენი მშობლებიც კი ახლობლობდნენ და სკოლის დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იმ პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა მოდური იყო, უმეტესობამ სწორედ ერთად ჩააბარა უნივერსიტეტში. მათ შორის აჩიკომ, ჩვენი კლასელები გამორჩეული იურისტები არიან.
გარდაცვლილ ადამიანზე მხოლოდ კარგს ამბობენ, მაგრამ აჩიკო განსაკუთრებული ადამიანი იყო, რასაც მისი საქმეებიც ადასტურებს.
მიყვარდა მასთან ყოფნა, რადგან საკუთარი სიმაღლის გამო კომლექსი მქონდა, ის კი 2.2 სმ იყო და ჩემზე მაღალი გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი სპორტული კარიერა გაგრძელდა, გეგმები ჰქონდა, თამაშობდა თავადაც და 53-ე სკოლის კალათბურთის გუნდის მწვრთნელი გახლდათ. დღემდე არ მავიწყდება 13-14 წლის ბავშვების თვალები, როდესაც აჩიკო მოკლეს.
– რამდენი წლის მოკლეს და რა გახდა მკვლელობის მიზეზი?
– 22 წლის ასაკში მოკლეს. უნივერსიტეტს ვამთავრებდით და თან სკოლის დასრულების 5 წლისთავი გვქონდა. გადავწყვიტეთ ეს აგვეღნიშნა რესტორანში და წავედით რესტორან “კრწანისში.
მაშინ ცოტა სხვანაირი დრო იყო, ყველა ქორწილი, ნათლობა და დაბადების დღე ჩხუბით მთავრდებოდა, მაგრამ აჩიკო არასოდეს ერეოდა ასეთ ამბებში.
ჩვენს გვერდზე თინეიჯერი გოგონას დაბადების დღე იყო, სავსე იყო მთელი რესტორანი, მე პატარა ხელის კამერა მქონდა და ყველაფერს ვიღებდი, მაგრამ მალე ჯდებოდა ის კამერები.
ბანალური მიზეზით, ვიღაცამ ვიღაცას მხარი გაკრა და ფაქტიურად ამიტომ დაიწყო ჩხუბი. ენით აღუწერელი კოშმარი დაიწყო რესტორანში, ვინ ვის ურტყამდა არავინ იცის.
– აჩიკომ იჩხუბა?
– ზუსტი დეტალები არ ვიცი, მე როდესაც მოვდიოდი რესტორნიდან, შევთავაზე წამოსვლა, მაგრამ მითხრა გოგონებს დავაბინავებ და მე თვითონ წავალ სახლშიო. ორჯერ შევთავაზე წამოსვლა და ორივეჯერ უარი მითხრა, თუ რამე მამშვიდებს, აჩიკოზე როცა ვფიქრობ ეს დეტალია.
მაშინ მობილურები არ იყო და როდესაც სახლში შემოვედი, ქალაქის ნომერზე შემოვიდა მეგობრის დედის ზარი, რესტორანთან რაღაც მოხდა და სასწრაფოდ წადიო, როდესაც მივედი, აჩიკო უკვე არამიანცის კლინიკაში ჰყავდათ მოთავსებული, ფაქტიურად საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა და გოგონებს ეგონათ, პატარა გადახვევას გაუკეთებდნენ და გამოუშვებდნენ, თუმცა გაგრძელდა პროცესი, მოულოდნელად ქირურგი გამოვიდა და თქვა, სასწრაფოდ სისხლი გვჭირდებაო. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
ოთო ბაზერაშვილისა და ოთო ნემსაძის ნამღერი „ხმალი ავლესოთ” სოციალურ ქსელს იპყრობს
VIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს