დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
1781691402
პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე, სახელმწიფოებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის, მათ შორის, სამთო, განათლებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ირაკლი ყურაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ.