გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში ამ დრომდე დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება.
„მეექვსე დღე დედის მოლოდინში. სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი, ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…
,,სოფო კეთილი, თბილი, სათნო, მშრომელი და ყოჩაღი გოგო იყო. უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას. სოფო მარტოხელდა დედა იყო. ჰყავს 4 წლის გოგონა ლუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ლუსიმ პირველ დღეს ახსენა, დედა მოვა და კევს მომიტანსო. ჩვენ არც კევს მოვაკლებთ და არც სხვა რამეს, მაგრამ მშობელს ვერ შევუცვლით…”,- აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას სოფო ბერუჩაშვილი, ოჯახის ახლობელი”, – ვკითხულობთ ტექსტში.
ასევე ნახეთ:
ოთო ბაზერაშვილისა და ოთო ნემსაძის ნამღერი „ხმალი ავლესოთ” სოციალურ ქსელს იპყრობს
VIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს