1701333716
"გოგონა ერთთვიანი წამების შემდეგ გარდაიცვალა..."- ჰონკონგში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დაუჯერებელი დეტალები

1999 წლის 17 მარტს, ჩან მან-ლოკმა და მისმა თანამზრახველებმა სახლიდან ჰონკონგის ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელი 23 წლის ფანი გაიტაცეს. გოგონა თითქმის ერთთვიანი წამების შემდეგ, 14 აპრილს გარდაიცვალა. მისი მკვლელობის საქმე ისტორიაში ერთ-ერთ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულად რჩება.
1999 წლის მაისში, პოლიციის განყოფილებაში 14 წლის გოგონა მივიდა. მან ოფიცრებს უთხრა, რომ გასული კვირების განმავლობაში მას ხშირად ეჩვენებოდა ქალის აჩრდილი, რომელიც სადენებში იყო გახვეული და წამებისგან კვდებოდა. თავდაპირველად, პოლიციამ ჩვენებას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა, მოგვიანებით გოგონამ აღიარა, რომ ამბავი რეალური იყო და რომ ქალის მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა. გოგონამ სამართალდამცველები კოულუნის რაიონში მდებარე ბინაში მიიყვანა, სადაც მათ დიდი ზომის Hello Kitty-ს თოჯინა ნახეს, რომელშიც მსხვერპლის თავის ქალა იყო.
ფანი ცხოვრება თავიდანვე ტრაგიკულად დაიწყო. ახალგაზრდა ქალი თინეიჯერობის ასაკიდან მოიხმარდა ნარკოტიკებს და დაკავებული იყო პროსტიტუციით. 23 წლის ასაკში მან ღამის კლუბში დიასახლისად დაიწყო მუშაობა.
1997 წლის დასაწყისში მან 34 წლის ჩან მენ-ლოკი გაიცნო. კაცი სუტენიორი და ნარკომანი იყო. მოგვიანებით, ფანიმ კაცის საფულიდან 4000 დოლარი მოიპარა. როცა კაცმა საფულეში თანხა ვერ აღმოაჩინა, მან გოგონა ორი თანამზრახველის დახმარებთ გაიტაცა. ახალგაზრდა ქალი ერთი თვის განმავლობაში იყო სასტიკი წამების მსხვერპლი. ის, ძირითადად, დაბმული ჰყავდათ, უწვავდნენ კანს, აუპატიურებდნენ და ფეკალიების ჭამას აიძულებდნენ.
ერთთვიანი წამების შემდეგ, ფონგმა აღმოაჩინა, რომ ფანი გარდაიცვალა. გამტაცებლების მტკიცებით, ქალი მეტანფეტამინის ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, ქალი მიყენებულმა დაზიანებებმა მოკლა.
დამნაშავეებმა მსხვერპლის სხეული ბინის აბაზანაში დაანაწევრეს და მოხარშეს, რათა მეზობლებს გახრწნილი ხორცის სუნი არ ეგრძნოთ. მოგვიანებით, გოგონას სხეულის ნაწილები ნაგავთან ერთად გადაყარეს. მიუხედავად ამისა, მკვლელებმა ფანის თავი არ გადააგდეს. მეტიც, ის Hello Kitty-ს რბილ სათამაშოში მოათავსეს და თოჯინა გაკერეს.
აჰო ფონგმა, რომელიც 23 წლის გოგოს წამებაში თავადაც მონაწილეობდა, თანამზრახველების წინააღმდეგ ჩვენება მისცა და დეტალურად აღწერა ის სასტიკი წამება, რასაც ფანი ერთი თვის განმავლობაში განიცდიდა.
ფანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ექსპერტებმა ვერ შეძლეს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მან ენით აღუწერელი ტანჯვა განიცადა.
დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ასევე ნახეთ:
ვინ არის ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული - უმძიმესი დანაშაულის დეტალები
შემზარავი მკვლელობის უმძიმესი დეტალები - რას ამბობს გამოძიება და რას ჰყვება ადგილობრივი