1728846029
„ბინაში ახალი გადასულები იყვნენ...“ - რას ჰყვებიან ადგილობრივები დოლიძეზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დედა-შვილი დოლიძეზე ახალი გადასულები იყვნენ და ბინა დაქირავებული ჰქონდათ.
მათივე თქმით, საზარელი დანაშაული 2 მცირეწლოვანი მოზარდის თანდასწრებით მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი 14 წლისაა.
კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. მკვლელობის შემდეგ მან თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.
ასევე ნახეთ:
შემზარავი მკვლელობის უმძიმესი დეტალები - რას ამბობს გამოძიება და რას ჰყვება ადგილობრივი
„ცოლ-ქმარი დაშორებული იყო, მამაკაცი შერიგებას სთხოვდა“ - დოლიძეზე მომხდარი მკვლელობის დეტალები