პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლიციელი, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია. შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ახლა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ორმაგი მკვლელობის შემდეგ ქადეიშვილმა ჭრილობები თავადაც მიიყენა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კაცისა და მოკლულის, ვერონიკა ქუმსიაშვილის არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ. საქმის ოქროს მოწმეა ერთი პირი, რომელიც სროლის დროს ტუალეტში იყო ჩაკეტილი.
ადგილობრივების თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გარდაცვლილის შვილები განწირული ხმით ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
ასევე ნახეთ:
"ბავშვის კივილი მესმოდა..." - დოლიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია
შემზარავი მკვლელობის უმძიმესი დეტალები - რას ამბობს გამოძიება და რას ჰყვება ადგილობრივი
მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, თავის არეში დაზიანება მიიყენა - ახალი დეტალები