ვშიშობ, რომ NATO აღარ იარსებებს, თუმცა გერმანიის მიერ ალიანსის მიტოვება უდიდესი შეცდომა იქნება - იოშკა ფიშერი

იოშკა ფიშერი

არ მგონია, რომ NATO გადარჩება, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშკა ფიშერმა განაცხადა.

Die Zeit-თან ინტერვიუში ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, გერმანიის მიერ ალიანსის მიტოვება შეცდომა იქნება, თუმცა მის პერსპექტივებში ეჭვი ეპარება.

„ვშიშობ, რომ ნატო, როგორც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ალიანსი, აღარ იარსებებს, თუმცა NATO-ს, როგორც ევროპის სამხედრო ალიანსის მიტოვება, კანადასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უდიდესი შეცდომა იქნება. ზოგჯერ, დროდადრო, მთელი ძალით გვიწევს თავდაცვითი ბრძოლების წარმოება“, – განაცხადა ფიშერმა.

ამასთან, ფიშერის მტკიცებით, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ შესაძლოა, ტრანსატლანტიკურმა ურთიერთობებმა ნდობა დაკარგოს.

„ევროპა გაძლიერდება, როგორც ძალაუფლების პოლიტიკის, ასევე სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, მაშინ განსხვავებული ურთიერთობა ჩამოყალიბდება. ომის შემდგომი სიტუაცია NATO-ში აშშ-ს ჰიპერდომინირების გამო დასრულდა. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ფიშერმა.

ცნობისთვის, იოშკა ფიშერი გერმანელი პოლიტიკოსია მწვანეთა პარტიიდან. ის გერმანიის ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1998-2005 წლებში.