კილოგრამი 2 000 დოლარი ღირს – რა კავშირშია სპილო და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა
1746728680
1977 წელს, ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე სამი ქალბატონის გატაცების, ძარცვისა და მათზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 22 წლის ბილი მილიგანი დააკავეს. სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობისას, მილიგანმა დანაშაული უარყო და თქვა, რომ აღნიშნული ქმედებები ვინმე რეიჯენმა და ადალანამ ჩაიდინეს.
ფსიქიატრის დასკვნაში ნათქვამია, რომ დამნაშავეები ნამდვილად ბილის მიერ დასახელებული ადამიანები იყვნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის სხეულსა და ტვინში სხვა ადამიანებიც ცხოვრობდნენ. ჩადენილი დანაშაულების შესახებ კი რეიჯენსა და ადალანას გარდა სხვა პიროვნებებს არაფერი ახსოვდათ.
ბილისა და მისი ფსიქიატრის საუბარს პროკურორიც ესწრებოდა, რომელმაც საბოლოოდ აღიარა, რომ მან ბილიში ნამდვილად მრავალი პიროვნება დაინახა. მისი თქმით, თითოეული პიროვნება განსხვავებულად მეტყველებდა, სხვადასხვა აქცენტით საუბრობდა და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მანერები ჰქონდა.
უორტინგტონის ჰარდინგ ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის დასკვნის შესაბამისად, ბილის დისოციაციური პიროვნების აშლილობა ჰქონდა. ცალსახა იყო, რომ დანაშაულები მილიგანმა ჩაიდინა, თუმცა ის არ იყო მათზე პასუხისმგებელი. საბოლოოდ, ბილი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იქნა გადაყვანილი.
ცენტრის ექიმმა დევიდ ქოულმა ბილის ყველა პიროვნების "შერწყმა", ანუ მათი ერთში გაერთიანება გადაწყვიტა, თუმცა ბილის ერთ-ერთ პიროვნებასთან საუბრის დროს ფსიქიატრმა აღმოაჩინა, რომ ასეთი პიროვნება უკვე არსებობდა. ამ პიროვნებას დანარჩენები მასწავლებელს ეძახდნენ. ის სხვებს განსაკუთრებული უნარების შეძენასა და თითოეული მათგანს ნიჭის განვითარებაში ეხმარებოდა. მასწავლებელი ძირითადად ფსიქოთერაპიის დროს ჩნდებოდა.
აღმოჩნდა, რომ ბილის ცნობიერში 24 ადამიანი ცხოვრობდა. ზოგიერთ მათგანს კრიმინალური მიდრეკილებები ჰქონდა, რის გამოც ისინი არასასურველ პიროვნებებად იწოდებოდნენ.
ბილი მილიგანის 24 პიროვნება მოიცავდა უამრავ „არასასურველს“ (ზოგიერთი მათგანი კრიმინალური ან პრანკსტერული პიროვნება), რომლებსაც შეფერხების ან საფრთხის გამო, რაც მათმა წარსულმა ქცევებმა შეუქმნა მთლიან ჯგუფს, თავის გამოაშკარავება აეკრძალათ. სტრესისა და ქაოსის დროს, არასასურველ პიროვნებებს ბილის ადგილის დაკავება შეეძლოთ, სწორედ ისე, როგორც ეს ადალანამ გააკეთა, როდესაც გოგონა გააუპატიურა.
გარდა კრიმინალისა, მილიგანის ცნობიერში მცხოვრები პიროვნებებიდან იყვნენ ხელოვანი ადამიანები და ბავშვებიც. ზოგიერთი მათგანი უცხოური აქცენტით საუბრობდა. უცნაურია, რომ მათი უმეტესობა მემარცხენე გახლდათ.
როგორც გაირკვა, როდესაც რეიჯენი ძარცვას ახორციელებდა, მან არ იცოდა ადალანას განზრახვის შესახებ, თუმცა ადალანამ ხელსაყრელ მომენტში რეიჯენის ადგილი დაიკავა და გოგონაზე სექსუალურად იძალადა.
ცნობილია, რომ ბილი სუიციდის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მის ცნობიერში მობინადრე პიროვნებებმა ბილის ადგილი დაიკავეს და ამ გზით მისი გადარჩენა მოახერხეს.
თერთმეტწლიანი ფსიქიატრიული მკურნალობის დასრულების შემდეგ, ბილი მილიგანი კლინიკან გაწერეს. ის 2014 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.